მსოფლიო დღეს

ბაიდენის ხშირმა ხველებამ საზოგადოება შეაშფოთა: მაყურებელმა ყველა ჩახველება დათვალა – ვიდეო

პოლიტიკური მიმომხილველის თქმით, ბაიდენს ზოგადად ახასიათებს სიტყვით გამოსვლისას ხველება, მაგრამ მანამდე ამდენჯერ არასდროს დაუხველებია.
Sputnik

თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ხველებამ სიტყვით გამოსვლისას, რომელიც ამომრჩეველთა კოლეგიის კენჭისყრის შედეგებს ეძღვნებოდა, მაყურებლებისა და ჟურნალისტების ყურადღება მიიქცია, წერს ბრიტანული ტაბლოიდი The Daily Mail.

გამოცემამ აღნიშნულ თემაზე სოციალურ ქსელებში გავრცელებული კომენტარები გააანალიზა და გაარკვია, რომ, ერთ-ერთი მომხმარებლის დათვლით, ბაიდენმა 14-წუთიანი გამოსვლისას 17-ჯერ დაახველა.

მეორე იუზერი ბაიდენს ურჩევდა, წყალი დაელია და არ დაეშინებინა ამომრჩევლები.

აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის ვინაობა ცნობილია: ჯო ბაიდენმა საჭიროზე მეტი ელექტორალური ხმა მიიღო

ამასთან ერთ-ერთი მომხმარებელი, რომლის პროფილიდანაც ირკვევა, რომ ის მედიკოსია, ახსენებს ბაიდენს, რომ კორონავირუსთან ბრძოლის წესების თანახმად, ადამიანმა მუშტში კი არ უნდა ჩაახველოს, როგორც ამას არჩეული პრეზიდენტი აკეთებდა, არამედ მოხრილ იდაყვში.

როგორც ტელეარხ NPR-ის პოლიტიკური მიმომხილველი სკოტ დეტროუ აღნიშნავს, ბაიდენს ახასიათებს ხველება სიტყვით გამოსვლისას, მაგრამ ამ ჯერზე ის უფრო ხშირად ახველებდა, ვიდრე ოდესმე. 

აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტებთან საუბრის პირდაპირი ტრანსლაციისას ჯო ბაიდენმა კომენტარი გააკეთა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და თქვა, რომ ცოტა გაციებულია. ამასთან მისი შტაბი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ცოტა ხნის წინ, 12 დეკემბერს ბაიდენმა ტესტი გაიკეთა კორონავირუსზე და მან უარყოფითი შედეგი აჩვენა.