ყვითელი ამბები

ასეთ ფეშენებელურ სახლში ცხოვრობს გვანცა დარასელია – ფოტოები

გვანცა დარასელია ოჯახთან ერთად მცხეთაში, ულამაზეს სახლში ცხოვრობს. ნახეთ რა ფოტოებს აქვეყნებს ტელეწამყვანი.
Sputnik

ტელეწამყვანი გვანცა დარასელია 10 წელია მორაგბე ვახო მჭედლიძეზეა დაწორწინებული. წყვილი რამდენიმე თვეა მცხეთაში, ახალ სახლში ცხოვრობს. ცოტა ხნის წინ გვანცამ „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ სახლის ფოტოები გამოაქვეყნა. ფეშენებელური სახლი მართლაც არაჩვეულებრივია.

წყვილის სიყვარულის ისტორია 2011 წლიდან იწყება. წყვილს ორი შვილი უფროსი ერეკლე და უმცროსი – ლილე ჰყავთ, რომელიც ვახოს დაბადების დღეს დაიბადა. უმშვენიერეს ოჯახს მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს და პატარა და-ძმას მშობლები სწორედ ამას ასწავლიან.

გვანცას მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოებზე კარგად ჩანს, რომ ერეკლე და ლილე ისე მეგობრობენ, როგორც გვანცა და მისი ძმა. პატარა ლილეს მოდური ჩაცმულობა ძალიან უყვარს. გოგონა საკუთარი გემოვნებით იპრანჭება და ოჯახის წევრებს ამხიარულებს.

ტელეწამყვანმა გვანცა დარასელიამ და მისმა მეუღლემ ვახო მჭედლიძემ ქორწინების 10 წლის იუბილე ზაფხულში სწორედ ამ ახალ სახლში აღნიშნეს. მათ ეს დღე მეგობრებთან და შვილებთან ერთად გაატარეს. გვანცა ქორწინების იუბილეზე ულამაზესად გამოიყურებოდა. ამ დღისთვის ტელეწამყვანმა თეთრი კაბა შეარჩია. საღამოზე ვახომ და გვანცამ ტორტი შვილებთან ერთად გაჭრეს.