COVID-19 - ბოლო ცნობები

ვაქცინა „სპუტნიკ  V“ 100%-ით ეფექტურია COVID-19-ის მძიმე შემთხვევების დროს

გამალეის ინსტიტუტის სამეცნიერო კოლექტივი კვლევების მონაცემებს გამოაქვეყნებს ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო სამედიცინო ჟურნალში
Sputnik

თბილისი, 14 დეკემბერი - Sputnik. „სპუტნიკ  V“ ვაქცინის ეფექტურობა COVID-19-ის მძიმე შემთხვევების წინააღმდეგ 100%-ს შეადგენს, განაცხადეს ორშაბათს მისმა შემქმნელებმა.

მსოფლიოში პირველი, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ აგვისტოში დაარეგისტრირა. პრეპარატი „სპუტნიკ  V“ შექმნილია ადამიანის ადენოვირუსული ვექტორების პლატფორმაზე, არის უსაფრთხო, ეფექტური და არ გააჩნია გრძელვადიანი ნეგატიური შედეგები.

ეგვიპტის მოქალაქეები კორონავირუსზე ჩინური ვაქცინით უფასოდ აიცრებიან

„სპუტნიკ  V“-ს ეფექტურობამ კორონავირუსული ინფექციების მძიმე შემთხვევების წინააღმდეგ 100% შეადგინა. დაავადების დადასტურებულ შემთხვევებს შორის პლაცებოს ჯგუფში დაფიქსირდა 20 მძიმე შემთხვევა, მაშინ როცა ვაქცინით აცრის შემთხვევაში მძიმე შემთხვევები არ დაფიქსირებულა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

გამალეის ინსტიტუტის სამეცნიერო კოლექტივი კვლევის მონაცემებს ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო სამედიცინო ჟურნალში გამოაქვეყნებს. მონაცემები გამოყენებული იქნება ასევე განაცხადების წარსადგენად სხვა სახელმწიფოებში ვაქცინის დაჩქარებული რეგისტრაციის მიზნით.