მომიტინგეებისა და პოლიციის დაპირისპირება ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე – ვიდეო

აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციის მსვლელობისას პოლიციამ დაუმორჩილებლობის გამო ხუთი ადამიანი დააკავა. იხილეთ ვიდეოში დაპირისპირების კადრები მომიტინგეებსა და პოლიციის თანამშრომლებს შორის.
Sputnik

საპროტესტო აქცია ბათუმის ცენტრში შუადღით დაიწყო. სიტუაცია მას შემდეგ გამწვავდა, რაც რამდენიმე ათეული ადამიანი აჭარის მთავრობის სახლის შესასვლელთან მივიდა და აჭარის მთავრობის მეთაურთან თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრა მოითხოვა.

ადგილზე იყოფებოდნენ სხვადასხვა მედისაშუალების წარმომადგენლები, ქართული ტელეარხების ჟურნალისტები და ოპერატორები, რომლებმაც პოლიციისა და დემონსტრანტების დაპირისპირების გადაღება მოახერხეს. დაუმორჩილებლობის გამო პოლიციამ ხუთი ადამიანი დააკავა.