მეტეორიტების წვიმის შთამბეჭდავი სანახაობა, ანუ გემინიდები – ვიდეო

მეტეორიტების წვიმა, იგივე გემინიდები კვირას, ღამით შეერთებული შტატების ტერიტორიაზე ოთხი ლოკაციიდან ჩანდა.
Sputnik

ამ მოვლენის ბოლო დაკვირვების დროს საათში 50 მეტეორის დანახვა იყო შესაძლებელი.

მანათობელი ბურთები, მოციმციმე ვარსკვლავები და მფრინავი მეტეორიტები დასავლეთ ვირჯინიიდან, კალიფორნიიდან, ტეხასიდან და ფლორიდიდან დააფიქსირეს.

მოსალოდნელია, რომ ორშაბათის საღამო ამ წლის განმავლობაში ბოლო იქნება, როდესაც მეტეორიტების წვიმის დანახვა იქნება შესაძლებელი.