როგორ გავიუმჯობესოთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობა: ექიმის რჩევა

სპეციალისტის თქმით, რაციონში ამ პროდუქტის ჩართვა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას.
Sputnik

თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. ექიმი-ონკოლოგი და პროქტოლოგი ელენა სმირნოვა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობის გასაუმჯობესებლად რაციონში კომბოსტოს მარინადის ჩართვას გვირჩევს.

მეცნიერებმა COVID-19-ით სიკვდილიანობასა და კომბოსტოს შორის კავშირი დაადგინეს

მისი თქმით, სარგებელი მდგომარეობს იმაში, რომ მარინადის მომზადების დროს მინერალური ნივთიერებები და ვიტამინები, მათ შორის, ცივ სეზონზე ორგანიზმისთვის აუცილებელი C ვიტამინი არ იშლება.

„კომბოსტოს მარინადს კუჭი უფრო ადვილად ინელებს, ვიდრე მჟავე კომბოსტოს, რადგან ბევრ უჯრედისსა და ნაკლებ მჟავებს შეიცავს. გარდა ამისა, ის ზრდის კუჭის წვენის გამოყოფას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას“, — წერს სპეციალისტი საკუთარ ინსტაგრამ-გვერდზე.

აღსანიშნავია, რომ კომბოსტოს მარინადსა და კომბოსტოს მწნილს შორის განსხვავება მომზადების ტექნოლოგიაშია: დამარინადებისას კომბოსტოს ასხამენ წყლის, მარილის, შაქრის და ძმრის მარინადს და ამატებენ დაფნის ფოთოლს, პირლპილის მარცვლებსა და სხვა სანელებლებს, ხოლო დამჟავებისას მხოლოდ თავად კომბოსტო, სტაფილო და მარილი გამოიყენება.