ყვითელი ამბები

ნანუკა გუდავაძისა და ბერა ივანიშვილის უცნაური ვიდეო – რამ გამოიწვია სოცქსელში ხმაური?

ვარსკვლავური წყვილის მორიგი გასართობი ვიდეო, რომელსაც თვალს ვერ მოსწყვეტთ. „ფოლოვერების“ გასახალისებლად გადაღებული რგოლი, რომელმაც დიდი აურზაური გამოიწვია.
Sputnik

პოპულარული წყვილის მორიგი პოზიტიური და პატარა ვიდეო-თავსატეხი. TikTok-ის მოყვარულმა ცოლ-ქმარმა „ფოლოვერების“ გახალისება სცადა. „როგორ ატარებთ დროს ე.წ. „ლოქდაუნის“ პერიოდში“ - ამ ინტერაქტივით გამოაქვეყნა მუსიკოსმა ვიდეო, რომელმაც რამდენიმე საათში 80 ათასზე მეტი მოწონება და თაყვანისმცემლებში ქაოსი გამოიწვია.

სოციალური პლატფორმა განსაკუთრებით აქტუალური კორონავირუსის პანდემიისას გახდა. მუსიკოსმა ბერა ივანიშვილმა და მისმა მეუღლემ ნანუკა გუდავაძემ გადაწყვიტეს არ ჩამორჩნენ მოდას და სახალისო ვიდეოებით გაანებივრონ მაყურებელი. წყვილი „ფეისბუქის“ მხოლოდ მნიშვნელოვანი განცხადებების გასაკეთებლად გამოყენებას გეგმავს, ხოლო „ინსტაგრამის“ სივრცე მათთვის გასართობ საშუალებად იქცა. ვიდეოს ნახვის შემდეგ თქვენც ეცდებით TikTok-ის ამ ტრენდს რამდენიმე მცდელობის შემდეგ აჰყვეთ.

კომპოზიტორი და შემსრულებელი ბერა ივანიშვილი ცნობილი ოჯახის შვილია. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკისგან შორს არის, კარიერის დასაწყისში მამის პარტიას სიმღერებს უძღვნიდა, ახლა კი მისი კომპოზიციები ნანუკა გუდავაძეს ეძღვნება. საზოგადოებისთვის უცნობია, თუ სად გაიცნეს ერთმანეთი ბერამ და ნანუკამ.