აჭარის ახლადარჩეული უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა 15 დეკემბერს შედგება

როგორც თბილისში ახლადარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა, ისე აჭარის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა ოპოზიციის საპროტესტო აქციის ფონზე გაიმართება
Sputnik

თბილისი, 14 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, აჭარის ახლადარჩეული უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა 15 დეკემბერს შედგება.

შესაბამისი განკარგულება სალომე ზურაბიშვილმა 14 დეკემბერს გამოსცა.

სხდომა 12:00 საათზე გაიხსნება.

აჭარის ახლადარჩეული უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა 15 დეკემბერს შედგება

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები საქართველოს საპარლამენტო არჩევნების პარალელურად 31 ოქტომბერს გაიმართა.

კენჭისყრის საბოლოო შედეგების მიხედვით, აჭარის უმაღლეს საბჭოში უმრავლესობა მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ ექნება – 14 ადგილი, დანარჩენი შვიდი – „ნაციონალურ მოძრაობას“. სავარაუდოდ, როგორც საქართველოს პარლამენტში, ეს შვიდი სავარძელი ცარიელი იქნება.

ოპოზიცია უკვე წინასწარ ემზადება საპროტესტო აქციებისთვის, რომლებიც უმაღლესი საბჭოს სხდომის პარალელურად გაიმართება.