თბილისი, 13 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით დაახლოებით 48,4 ათასი დანაშაული დაფიქსირდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 9,98%–ით ნაკლებია, ნათქვამია შსს–ს ვებ–გვერდზე განთავსებულ მასალებში.
დაფიქსირებული დანაშაულებიდან გახსნილია მესამედზე ოდნავ მეტი, დანარჩენების გამოძიება გრძელდება.
შსს–ს მასალების მიხედვით, საქართველოში თვეში საშუალოდ 5–5,5 ათასი დანაშაული ფიქსირდება. თუმცა საგანგებო მდგომარეობის დროს, როდესაც ქვეყნის მოსახლეობა კორონავირუსის პანდემიის გამო სახლიდან არ გადიოდა, დანაშაულის რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდა.
დანაშაულის ყველაზე მცირე რაოდენობა შუა გაზაფხულზე მოდის, როდესაც ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვები მოქმედებდა.
თვე | დანაშაულის რაოდენობა |
ოქტომბერი | 4 835 |
სექტემბერი | 5 450 |
აგვისტო | 6 031 |
ივლისი | 5 366 |
ივნისი | 5 691 |
მაისი | 5 258 |
აპრილი | 3 493 |
მარტი | 4 224 |
თებერვალი | 5 692 |
იანვარი | 5 334 |
დანაშაული საქართველოში
საქართველოში ყველაზე გავრცელებული დანაშაული კვლავ ქურდობაა – ათ თვეში ასეთი 14,9 ათასი ასეთი შემთხვევა დარეგისტრირდა. აქედან გახსნილია 21,9%.
მეორე ადგილზეა ოჯახური ძალადობა. საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა 4,5 ათასი ოჯახური ძალადობის შემთხვევა. აქედან გახსნილია 64,38%.
მესამე ადგილზე კი ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაული აღმოჩნდა – 3,1 ათასი დანაშაული, საიდანაც გახსნილია 77,8%.
დანაშაულის სახეობა | დანაშაულის რაოდენობა |
ქურდობა | 14 866 |
ოჯახური ძალადობა | 4 562 |
ნარკოდანაშაული | 3 135 |
სატრანსპორტო დანაშაული | 2 695 |
მუქარა | 2 584 |
გარდა ამისა, შსს–ს მონაცემებით, იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით ქვეყანაში დარეგისტრირდა 71 მკვლელობა, აქედან 24 – განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი, 325 – ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება, 100 – გაუპატიურება, 10 – ადამიანებით ვაჭრობა, 32 – მექრთამეობა და 8 – ტერორიზმის შემთხვევა.
რამდენი დაისაჯა
საქართველოში 1 იანვრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში სხვადასხვა სახის ჩადენილი დანაშაულისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მიეცა 14 320 ადამიანი. აქედან 1 691 პირობით სასჯელს იხდიდა. აქედან 5 833 დაკავებული სისხლის სამართლის პასუხისგებაში თბილისში მისცეს.
წინასწარი პატიმრობით საქმე დასრულდა 5 548 ბრალდებულისთვის, დანარჩენები გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.