ქუთაისში ხანძრის შედეგად 60 წლის მამაკაცი დაიღუპა

ხანძარი ნიკეას დასახლებაში, საცხოვრებელ ბინაში გაჩნდა. მამაკაცს გადაადგილების პრობლემა ჰქონდა, რის გამოც ბინიდან გასვლა ვერ მოახერხა.
Sputnik

თბილისი, 13 დეკემბერი – Sputnik. ქუთაისში, ნიკეას დასახლებაში ხანძარს 60 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, იუწყება პირველი არხი.

ხანძარი დღეს შუადღეს მოხდა. მამაკაცს გადაადგილების პრობლემა ჰქონდა, რის გამოც ბინიდან გასვლა ვერ მოახერხა.

ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ჯერ უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.

შემთხვევის ადგილზე გამოძახებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

მომხდარზე გამოძიება 187-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც გაუფრთხილებლობით ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.