ქართველმა ჩოგბურთელმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ტურნირი მოიგო

გორგოძესთვის ეს ტიტული 2020 წელს პირველი და კარიერაში მეექვსე გახდა, მაგრამ ბოლო წარმატებას მან 2018 წელს მიაღწია
Sputnik

თბილისი, 13 დეკემბერი – Sputnik. ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ ინდოელ ანკიტა რაინასთან წყვილში დუბაიში მოიგო ITF-ის სერიის ტურნირი, რომლის საპრიზო ფონდი 100 ათას აშშ დოლარს შეადგენს.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა მორიგი მარცხი განიცადა

ფინალში ქართულ-ინდურმა დუეტმა აჯობა ალიონა ბოლშოვა (ესპანეთი)/კაია იუვანს (სლოვენია) სამ სეტში - 6:4, 3:6, 10:6. მატჩი ერთ საათსა და 21 წუთს გაგრძელდა.

გორგოძესთვის ეს ტიტული 2020 წელს პირველი და კარიერაში მეექვსე გახდა. მანამდე ქართველმა ჩოგბურთელმა ორჯერ მოიგო ტურნირი წყვილთა თანრიგში (ორივე 2012 წელს) და სამჯერ გახდა პირველი ინდივიდუალურ შეჯიბრებებზე. გორგოძის ბოლო წარმატება 2018 წლით თარიღდება.

ამ მომენტისთვის გორგოძე WTA-ს რეიტინგში ინდივიდუალურ თანრიგში 217-ე ადგილს იკავებს, ხოლო წყვილებს შორის - 140-ეს.