მთვარის კალენდარი: 12 დეკემბერი – რისი გაკეთება შეიძლება და რისი – არა

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.
Sputnik

გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

12 დეკემბერი, შაბათი. ამ დღეს სატურნი მართავს. კლებადი მთვარე მორიელის ნიშანშია.

მორიელის დღე ძალზე ემოციურია, ადვილად ვლინდება გაღიზიანება, აგრესია, მოუთმენლობა, დეპრესიისადმი მიდრეკილება.

როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე

მთვარე მორიელში ხელს უწყობს აზრების კონცენტრაციას და ამასთან ზრდის კრიტიკულობას. ეს საუკეთესო პერიოდია ყველაზე სარისკო და სერიოზული გადაწყვეტილებების მისაღებად.

რაც შეეხება ურთიერთობებს, ესაა ვნებებისა და არშიყის დრო. მთვარე მორიელში ხელს უწყობს მგზნებარე რომანების დაწყებას, ასევე, ის ურთიერთობებს მყარს საძირკველს უყრის.

მთვარე მორიელში თავის დაღს ასვამს ყველაფერს, მათ შორის ამ დროს დაწყებულ ურთიერთობებს. ეჭვიანობა, დაუსაბუთებელი წყენა თუ ბობოქარი აღტაცება – ეს და ბევრ სხვა რამ ახასიათებს ამ პერიოდს, თან ჭარბად.

სიყვარული თეთრი ხარის ეგიდით – რა ელოდება ზოდიაქოს ნიშნებს 2021 წელს სასიყვარულო ასპარეზზე>>

რეკომენდებულია ყურადღება ყველა ფინანსური საკითხისადმი, ვალის დაბრუნება, ქველმოქმედება, დაძაბულობისა და მღელვარებისთვის თავის არიდება, დღის მეორე ნახევარში ხელშეკრულებებზე ხელმოწერა და ახალი საქმეების დაწყება, პრობლემების მოგვარება პარტნიორებთან, კოლეგებთან, ხელმძღვანელობასთან, მოთმინებისა და დიპლომატიურობის გამოვლენა, აუჩქარებლად, მაგრამ პასუხისმგებლობით მუშაობა. სამომავლო საქმეების დაგეგმვა.

პლანეტების ზემოქმედება ადამიანების ცხოვრებასა და ბედზე – ის, რაც უნდა ვიცოდეთ

არარეკომენდებულია ბიზნეს–საქმიანობა, საკუთარი მიღწევებით ტრაბახი, ახალი საქმეების დაწყება დღის პირველ ნახევარში.

ხელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: მორიელის დღეს კარგია თმის შეღებვა, მაგრამ არა მკვეთრად განსხვავებულ ფერში. შეჭრისთვის ნეიტრალური დღეა. თმის შეჭრა უფრო უპრიანი იქნება სუსტი თმისთვის, რადგან ის გაძლიერდება და მტკიცე გახდება. მანიკურისთვის ნეიტრალური დღეა.

მებაღეობა: შეიძლება სამკურნალო მცენარეების შეგროვება და გამოშრობა, გაზონების შეჭრა, ოთახისა და აივნის მცენარეების მორწყვა, ყვავილებისთვის სასუქის მიცემა, ნაყოფიანი ხეებისა და ბუჩქების შეწამვლა, მოსავლის აღება. არასასურველია ხეების მოჭრა.