გარდაიცვალა ტელეწამყვანი დონარა კინწურაშვილი

დონარა კინწურაშვილმა სატელევიზიო კარიერა 21 წლის ასაკში დაიწყო. მან ტელევიზიას 45 წელი მიუძღვნა.
Sputnik

თბილისი, 12 დეკემბერი – Sputnik. გარდაიცვალა ტელეწამყვანი დონარა კინწურაშვილი, იუწყება ქართული მედია.

საქართველოს ტელევიზიის ყოფილი დიქტორი და წამყვანი, დონარა კინწურაშვილი ავადმყოფობის შემდეგ 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

დონარა კინწურაშვილმა სატელევიზიო კარიერა 21 წლის ასაკში დაიწყო. მან ტელევიზიას 45 წელი მიუძღვნა.

კინწურაშვილი საინფორმაციო პროგრამა „მოამბის“ წამყვანი იყო, მან ასევე საზოგადოებას თავი დაამახსოვრა გადაცემით „ცეროდენას ეკრანი“.