COVID-19 - ბოლო ცნობები

ევროპაში კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა გაორმაგდა - ჯანმო

ბოლო თვე-ნახევარში მსოფლიოში სიკვდილიანობის მაჩვენებელმა არაერთხელ დაამყარა რეკორდი, აქედან ბოლო გუშინ დაფიქსირდა
Sputnik

თბილისი, 12 დეკემბერი - Sputnik. კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის დონე თვე-ნახევარში მთელი მსოფლიოს მასშტაბით 60%-ით გაიზარდა, პარასკევს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო დაავადებათა განყოფილების ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა მარია ვან კერკხოვემ. ამის შესახებ РИА Новости წერს.

კორონავირუსით გარდაიცვალა საკულტო კორეელი კინორეჟისორი კიმ კი-დუკი

„მაშინ, როდესაც ევროპის ბევრ ქვეყანაში ჩვენ ვხედავთ ინფიცირების შემთხვევების რაოდენობის შემცირებას, სიკვდილიანობა მსოფლიოს მასშტაბით იზრდება. ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში ზრდამ 60% შეადგინა", - განაცხადა მან.

მისი თქმით, ეს რიცხვები არათანაბრად განაწილებულია მსოფლიოში, თუმცა ევროპაში სიკვდილიანობა თითქმის 100%-ით გაიზარდა.

ბოლო თვე-ნახევარში სიკვდილიანობის მაჩვენებელმა არაერთხელ დაამყარა რეკორდი, აქედან ბოლო გუშინ დაფიქსირდა - 24 საათში 13 141 ლეტალური შემთხვევა მსოფლიოში.

ჯანმოს მიერ გავრცელებული 12 დეკემბრის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 69,5 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა თითქმის 1,6 მილიონი ადამიანი.