აზერბაიჯანში სამხედრო მდგომარეობის რეჟიმი გაუქმდა

აზერბაიჯანში სამხედრო მდგომარეობის რეჟიმი 28 სექტემბრიდან მთიან ყარაბაღში კონფლიქტის ესკალაციასთან დაკავშირებით მოქმედებდა
Sputnik

თბილისი, 12 დეკემბერი – Sputnik. აზერბაიჯანმა მილი მეჯლისმა ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობის რეჟიმი გააუქმა, იუწყება Sputnik-აზერბაიჯანი.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად იყო გამოტანილი საკითხი აზერბაიჯანი რესპუბლიკის პრეზიდენტის „სამხედრო მდგომარეობის გაუქმების თაობაზე“ ბრძანებულების დამტკიცების შესახებ.

მოსაზრება: რატომ დაკარგა სომხეთმა დიდი რაოდენობით სამხედრო ტექნიკა?

პარლამენტმა სამხედრო მდგომარეობის გაუქმება დაამტკიცა. ბრძანებულება 12 დეკემბერს 00:00 საათიდან ამოქმედდა.

სექტემბრის ბოლოს მთიან ყარაბაღში შეიარაღებული კონფლიქტი დაიწყო, რომელშიც სომხეთმა და აზერბაიჯანმა ერთმანეთი დაადანაშაულეს. რუსეთის შუამავლობით ქვეყნები 2020 წლის 10 ნოემბრიდან სამხედრო მოქმედებების სრულ შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.

ხელშეკრულების პირობების მიხედვით, სომხეთი და აზერბაიჯანი დაკავებულ პოზიციებზე რჩებიან, მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე რუსი სამშვიდობოები შედიან. ისინი მხარეთა გამყოფი ხაზისა და ყარაბაღისა და სომხეთის დამაკავშირებელი დერეფნის გასწვრივ ლაგდებიან. გარდა ამისა, სომხეთი რამდენიმე რაიონის დათმობაზე დათანხმდა.