ზურაბიშვილი: დემოკრატიის უარყოფაა, როცა მტკიცებულების გარეშე ითხოვ ახალ არჩევნებს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გახსნისას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა.
Sputnik
ზურაბიშვილი: დემოკრატიის უარყოფაა, როცა მტკიცებულების გარეშე ითხოვ ახალ არჩევნებს
„დემოკრატიისა და არჩევნების არსის სრული უარყოფაა, როცა გამარჯვების ვერმიღწევის გამო და გაყალბების რეალური მტკიცებულების გარეშე ითხოვ ახალ არჩევნებს და უარს ამბობ ამომრჩევლის ნდობით მოპოვებულ მანდატზე, მრავალპარტიულ პარლამენტზე“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, მის მიმართ სისტემეტიურად ხორციელდება თავდასხმები, შეურაცხყოფა და ცილისწამება, რისი მიზანიც ქვეყნის გარეთ სახელმწიფოს ავტორიტეტის შესუსტებაა.