ყვითელი ამბები

მიმი შელიას ახალი რჩეული ჰყავს – ნახეთ ვის ხვდება ცნობილი მოდელი

ქართველმა ირინა შეიკმა საყვარელი მამაკაცი გამოაჩინა. ნახეთ ვის ხვდება მოდელი რეპერ ვლადისლავ რამთან დაშორების შემდეგ.
Sputnik

ცნობილი ქართველი ფო­ტო­მო­დე­ლი მირანდა შელია წლე­ბია მოს­კოვ­ში ცხოვ­რობს, თუმ­ცა ხში­რად სტუმ­რობს სა­ქარ­თვე­ლოს. 28 წლის მო­დე­ლი ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია Instagram-ზე. მირანდა შელია, რომელსაც საზოგადოება მიმი შელიად იცნობს, „ინტაგრამზე“ ფოტოს აქვეყნებს, საიდანაც დასტურდება ინფორმაცია, რომ მას ახალი შეყვარებული ჰყავს.

სწორედ ახალ შეყვარებულთან ერთად ესწრებოდა მირანდა საუკეთესო მეგობრის, მომღერალ ქეთა თოფურიას ვიწრო წრეში გადახდილ ქორწილს რამდენიმე კვირის წინ.

მართალია, მოდელის სიმაღლე არ აქვს – 167 სანტიმეტრია, თუმცა ეფექტური გარეგნობის გამო ფოტომოდელობს, რუსი მომღერლების კლიპებშიც ჩნდება. სწორედ ერთ-ერთი კლიპის გადაღებისას გაიცნო მუსიკოსი ვლადისლავ რამი.

ზაფხულში მოდელი ბათუმში ყოფილი შეყვარებულის, რეპერ ვლადისლავ რამის გარეშე ისვენებდა, საიდანაც გაჩნდა ინფორმაცია, რომ წყვილი დაშორდა, თუმცა ამაზე კომენტარი არც ერთ მათგანს გაუკეთებია.

ვლადი და მიმი რუსული შოუ-ბიზ­ნე­სის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ხმა­უ­რი­ა­ნი წყვი­ლი იყო. წყვი­ლი გრძნო­ბებს არც სა­ჯა­როდ მა­ლავდა, ვლა­დის­ლა­ვი და მი­რან­და სო­ცი­ა­ლუ­რ ქსე­ლე­ბში ხში­რად აქვეყნებდნენ ერ­თობ­ლივ ფო­ტო­ებს.

„ქართველი ირინა შეიკი“ – ასე მოიხსენიებენ მირანდას, რომელიც წარსულში, 20 წლის ასაკში გათხოვილი იყო ცნობილ ქართველ ფეხბურთელზე გიორგი ჭანტურიაზე, თუმცა წყვილი მალე დაშორდა და ამ ქორწინებას მოდელი შეცდომად მიიჩნევდა.