ელისაშვილი: კლოუნადაში არ მივიღებთ მონაწილეობას, პარლამენტში შეთანხმების შემდეგ შევალთ

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გამართული მოლაპარაკებების შესახებ პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი საუბრობს.
Sputnik
ელისაშვილი: კლოუნადაში არ მივიღებთ მონაწილეობას, პარლამენტში შეთანხმების შემდეგ შევალთ
„იმ ღიმილისმომგვრელ კლოუნადაში არ მივიღებთ მონაწილეობას, უმანდატო ბოკერია, უგულავა, ბესელია და ბურჯანაძე, რომ წავლენ და მანდატებს დაუწვავენ თუ დაუხევენ სხვებს. თუ ოპოზიცია და „ქართული ოცნება“ მეექვსე რაუნდზე ელჩების თანდასწრებით ხელს მოვაწერთ შეთანხმებას, მხოლოდ ამ შემთხვევაში, შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ვიქნებით ჩვენ პარლამენტში. მანამდე ჩვენი ფეხი არ იქნება იქ“, – განაცხადა ელისაშვილმა.

მისივე თქმით, მოლაპარაკების მაგიდასთან საუბარია იმაზე, რომ ქვეყანაში სამომავლოდ უკეთესი არჩევნები ჩატარდეს და პარტია „მოქალაქეები“ მზად არის, ასეთი შეთანხმების შემთხვევაში შევიდნენ პარლამენტში.