თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. ყარაჩაი–ჩერქეზეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის შენობასთან აფეთქება მოხდა, იუწყება ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტი, რომელმაც შემთხვევის ადგილიდან ვიდეო გაავრცელა.
„დღეს, დაახლოებით 12 საათზე ყარაჩაი–ჩერქეზეთის სოფელ უჩკეკენში აღიკვეთა დაუდგენელი პირის მცდელობა, შეჭრილიყო ტერიტორიაზე, სადაც სამართალდამცველი ორგანოები ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიებას ატარებდნენ. დაკავების მცდელობისას მამაკაცმა თავი აიფეთქა“, — ნათქვამია კომიტეტის განცხადებაში.
აფეთქების შედეგად დაიჭრა ექვსი სამართალდამცველი. ამ დროისათვის მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. სამოქალაქო პირთა შორის დაშავებულები არ არიან.
რეგიონის ხელმძღვანელი რაშიდ ტერმეზოვი აცხადებს, რომ ვითარებას პირადად აკონტროლებს.