საქართველოს დედაქალაქი ახალი წლისთვის ემზადება – ვიდეო

თბილისის ქუჩებში უკვე მონტაჟდება საახალწლო განათებები. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეოში, როგორ ემზადება ქვეყნის დედაქალაქი ახალი წლის აღსანიშნავად.
Sputnik

მანამდე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით საახალწლო დღესასწაული დედაქალაქში განსხვავებული იქნება. გაუქმებულია მასობრივი ღონისძიებები, არ მოეწყობა „საახალწლო სოფელი“, თუმცა ქალაქი მაინც მოირთობა შესაბამისი განათებებითა და დეკორაციებით.