საქართველოს ნაკრებმა FIFA-ს რეიტინგში წელი 89-ე პოზიციაზე დაასრულა

წინა რეიტინგთან შედარებით, ცვლილებები არ მომხდარა, რადგან იმ დროიდან ეროვნულ გუნდებს მატჩები არ ჩაუტარებიათ
Sputnik

თბილისი, 10 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა 2020 წელი The FIFA/Coca-Cola World Ranking-ის რეიტინგში 89-ე ადგილზე დაასრულა.

წინა რეიტინგთან შედარებით, ცვლილებები არ მომხდარა, რადგან იმ დროიდან ეროვნული გუნდების მატჩები არ გამართულა.

ქართველი ფეხბურთელი ავსტრიის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

საქართველოს ნაკრების აქტივშია 1 267 ქულა და ამ მაჩვენებლით ის ბელარუსსა (1269) და ზამბიას (1265) შორის მოხვდა.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრების მეტოქეებს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში, წლის დასკვნით რეიტინგში მათ შემდეგი ადგილები დაიკავეს: ესპანეთი (მე-6 ადგილი, 1645 ქულა), შვედეთი (20, 1558), საბერძნეთი (53, 1213) და კოსოვო (117, 1155).

მსოფლიოს უძლიერესი ნაკრებების ლიდერთა სამეული არ შეცვლილა. 2020 წელი პირველ ადგილზე დაასრულა ბელგიამ (1780 ქულა), მეორე ადგილზეა საფრანგეთი (1755), ხოლო მესამეზე ბრაზილიაა (1743).