საქართველოში მიწისძვრა მოხდა

მიწისძვრის ეპიცენტრი ბორჯომიდან 12 კილომეტრში, სამხრეთ-დასავლეთით სოფელ დგვართან მდებარეობდა. მიწისძვრის ბიძგები 13 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.
Sputnik

თბილისი, 10 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში 22:53 საათზე 3,1 მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა, იუწყება დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.

მიწისძვრის ეპიცენტრი ბორჯომიდან 12 კილომეტრში, სამხრეთ-დასავლეთით სოფელ დგვართან მდებარეობდა. მიწისძვრის ბიძგები 13 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

ინფორმაცია ნგრევისა და დაშავებულების შესახებ არ ვრცელდება.