როგორ ამზადებენ თბილისის ცენტრს საახალწლოდ - ფოტო

Sputnik

ქალაქი ახალი წლისთვის შესაბამისად მორთული და განათებული იქნება. მერიამ ახალი საახალწლო ილუმინაციების შეძენისგან თავი შეიკავა და ქალაქის სხვადასხვა ლოკაციებზე უკვე არსებული განათებები გადაანაწილა. ნებისმიერ შემთხვევაში, საახალწლო თბილისი, გასული წლის დეკემბერთან შედარებით, განსხვავებულად გამოიყურება.

კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით საახალწლო დღესასწაული დედაქალაქში განსხვავებული იქნება. გაუქმებულია მასობრივი ღონისძიებები, არ მოეწყობა „საახალწლო სოფელი“.

სადღესასწაულო დღეებში გაუქმდება გარკვეული შეზღუდვებიც - ამუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი და დიდი სავაჭრო ცენტრები, რათა საზოგადოებამ საახალწლოდ მომზადება და საჩუქრების შეძენა შეძლოს.

1 / 12
დედაქალაქის ცენტრი უკვე გარდაისახა
2 / 12
რუსთაველის გამზირი უკვე განსხვავებულად გამოიყურება
3 / 12
საახალწლო განათებებს ღამის განმავლობაში ამონტაჟებენ
4 / 12
რათა ტრანსპორტის მოძრაობას ხელი არ შეეშალოს
5 / 12
მეორე დღეს ქალაქის მკვიდრებს, განსაკუთრებით ღამით, განსხვავებული ქალაქი ხვდებათ
6 / 12
თუმცა ახლა საღამოს 9 საათის შემდეგ გადაადგილება აკრძალულია ყველასთვის, გარდა საგანგებო სამსახურების ტრანსპორტისა
7 / 12
განათებების დასამონტაჟებლად უამრავი სპეცტექნიკა გამოიყენება
8 / 12
ადრე ეს დეკორაციები ქალაქის სხვა უბანში გამოიყენებოდა
9 / 12
კორონავირუსის პანდემიასთან და ქალაქის ბიუჯეტის სხვა ხარჯებთან დაჯავშირებით, თბილისის მერიამ ილუმინაციებზე თანხების დაზოგვა გადაწყვიტა
10 / 12
უკვე მორთულია თავისუფლების მოდანიც. აქ მალე განათდება ტრადიციული დეკორაციები წმინდა გიორგის ქანდაკებაზე
11 / 12
პარლამენტის შენობაც სადღესასწაულოდ გამოიყურება
12 / 12
თუმცა პოლიტიკური ვნებები ქვეყანაში კვლავ გრძელდება. 11 დეკემბერს თბილისში ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება