ცნობილმა მოდელმა სოციალური ქსელის მომხმარებლებს დედა აჩვენა. „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ლიკუნამ დედის ფოტოები და ვიდეოები გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ დედა ყველაზე ლამაზია. 24 წლის მოდელი დედასთან ერთად გადაღებულ ფოტოზე მის დას ჰგავს.
მოდელი რამდენიმე დღის წინ სარეკლამო გადაღებისას დაშავდა – მას ტვინის შერყევა აქვს. ამის შესახებ მოდელმა „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ დაწერა და ფაქტის ამსახველი ვიდეოც დაურთო. როგორც ლიკუნა წერს, ახლა ჯერ ლოგინიდან ვერ დგება და წამლებს იღებს. „ტვინის შერყევა მაქვს, ვერ ვდგები ლოგინიდან“, – წერს მოდელი.
მოდელი რამდენიმე თვის წინ საყვარელ ადამიანზე გათხოვდა. წყვილი გერმანიაში ცხოვრობს, თუმცა ლიკუნა თბილისს დროებით დაუბრუნდა. ლიკუნა ხაჭაპურიძე სამოდელო კარიერაში მისმა მეგობარმა და სტილისტმა არტურ ავაკოვმა აღმოაჩინა.
დღეისათვის ის ერთ-ერთი წარმატებული მოდელია. ლიკუნა ხაჭაპურიძეზე საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მოთხოვნაა. გოგონა განსაკუთრებით პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც მისი და სერიალ „გაქცევის“ ვარსკვლავ დომენიკ პარსელის რომანტიკული ურთიერთობა გამჟღავნდა.
შარშან სერიალ „გაქცევის“ ვარსკვლავი დომენიკ პარსელი საქართველოში იმყოფებოდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის აქ გადასაღებად ჩამოვიდა, სინამდვილეში კი თავის მეგობარს, ქართველ მოდელს ლიკუნა ხაჭაპურიძეს სტუმრობდა და მას გადაღებებზე გაჰყვა, შედეგად კი ფოტოობიექტივშიც მოხვდა.
როგორც ლიკუნა ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, დომენიკ პარსელს ხუთი წლის წინ „ინსტაგრამზე“ მისწერა და მას შემდეგ მეგობრობენ. თავად მსახიობმა გადაწყვიტა ჩამოსულიყო და ლიკუნა პირადად გაეცნო. როგორც ლიკუნა ამბობს, დომენიკი ყველას ეუბნებოდა, რომ მას ქართველი მოდელის ცოლად შერთვა სურს, თუმცა ლიკუნამ მეგობრობა არჩია, მიზეზი კი 26-წლიანი ასაკობრივი სხვაობა აღმოჩნდა.