თბილისი, 10 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება - უახლოეს დღეებში, ქვეყნის ცალკეულ რაიონებში დაუბერავს ძლიერი აღმოსავლეთის ქარი, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
„11-12 დეკემბერს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთსა და გორი - სურამის მონაკვეთზე მოსალოდნელია აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, რომლის სიჩქარემ შესაძლებელია 30 მ/წმ-ს მიღწიოს“, - ნათქვამია განცხადებაში.
აღმოსავლეთ საქართველოში 11-12 დეკემბერს მოსალოდნელია სველი თოვლი, ნისლი. დროგამოშვებით დაუბერავს აღმოსავლეთის ქარი, ზოგან ძლიერი. ბარში ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსამდე მოიმატებს, ღამით კი მინუს 4 გრადუსამდე დაიკლებს.
დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ქარი წამში 10-15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს, დროგამოშვებით წამში 25-30 მეტრამდე გაძლიერდება. ჰაერის ტემპერატურა ბარში დღისით 17 გრადუსამდე მოიმატებს, ღამით კი 2-4 გრადუსი სითბო იქნება.
მაღალ მთაში მოსალოდნელია ყინვა - დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა მუნის 8 გრადუსს მიაღწევს, დღისით იქნება 10 გრადუსი სითბო. ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მოთოვს - ღამით ტემპერატურა მინუს 12 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით იქნება 0 გრადუსი.
თბილისში 11 დეკემბერს მოსალოდნელია სველი თოვლი - ჰაერის ტემპერატურა დღისით 3 გრადუს სითბოს შეადგენს, ღამით ო გრადუსამდე დაიკლებს. შაბათს დედაქალაქში უმეტესად მოსალოდნელია უნალექო ამინდი, დღისით ტემპერატურა +5 გრადუსამდე აიწევს.