გადაცემა „პროფილში“ ზურა ხაჩიძემ და ხათუნა ჟორდანიამ მათი ოჯახის შესახებ ისაუბრეს. როგორც ზურამ აღნიშნა, მონასტერში აპირებს წასვლას და არ დაბრუნდება მანამ, სანამ მოავალს არ დაინახავს. „სახლში შეთანხმებული ვარ ხათუნამაც იცის და თუნდაც ხათუნასთვის მინდა გადავდგა ეს ნაბიჯი. ჩემს ხათუნაზე ვილოცებ იმისთვის, რომ კარგად იყოს და დარწმუნებული ვარ, კარგად იქნება“, - აღნიშნა მომღერალმა.
მომღერალი ოცნებობს იმ დღეზე, როდესაც ხათუნას სამკურნალოდ ავსტრიაში წაიყვანს და საბოლოოდ დაამარცხებენ ვერაგ სენს. ზურა ხაჩიძეს არაერთელ უთქვამს, რომ ხშირად უნატრია, მისი მეუღლის ნაცვლად ეს მძიმე დიაგნოზი მისთვის დაესვათ.
ცნობილია, რომ ხათუნა ჟორდანია ფილტვის სიმსივნეს ებრძვის. ის სამკურნალოდ ავსტრიაში გამგზავრებას გეგმავს. ზურა ხაჩიძემ მეუღლის ავადმყოფობის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე თვის წინ გაავრცელა. მას შემდეგ ზურასა და ხათუნას ოჯახის მიმართ ყურადღება არ ნელდება. ხათუნა ჟორდანიას ფილტვის სიმსივნის შესახებ მათ თვეების წინ გაიგეს, როდესაც ხათუნამ ექიმს ხველების გამო მიაკითხა. კონსულტაციის შემდეგ მომღერლის მეუღლეს თურქეთში ქიმიოთერაპიის კურსები ჩაუტარდა.