რელიგიური მოდა: ქართველმა დიზაინერმა წმინდა ნინოს ჯვრის ფორმის საყურე შექმნა

ბოლო დროს რელიგიის თემა მოდაში განსაკუთრებულ პოპულარობას იძენს. არც ისე დიდი ხნის წინ დემნა გვასალიამ, როდესაც Vetements-ის ბრენდს ხელმძღვანელობდა, გამოუშვა ტყავის ჩანთები, რომლებიც ვიზუალურად ძლიერ წააგავდა ბიბლიას
Sputnik

თბილისი, 9 დეკემბერი - Sputnik. რუსეთში პოპულარულმა ქართველმა დიზაინერმა გოგა ნიქაბაძემ წმინდა ნინოს ჯვრის სახით საყურე დაამზადა. 

რელიგიური მოდა: ქართველმა დიზაინერმა წმინდა ნინოს ჯვრის ფორმის საყურე შექმნა

ვერცხლის სამკაულის სახელწოდებაა „ქართული ჯვარი“. მისი დიზაინი სადა და უბრალოა - ჯვარს ვაზი აქვს შემოხვეული.

საინტერესოა, რომ ბოლო დროს რელიგიური თემა მოდაში განსაკუთრებულ პოპულარობას იძენს. არც ისე დიდი ხნის წინ მსოფლიოში სახელგანთქმულმა დიზაინერმა დემნა გვასალიამ, როდესაც Vetements-ის ბრენდს ხელმძღვანელობდა, გამოუშვა ტყავის ჩანთები, რომლებიც ვიზუალურად ძლიერ წააგავდა ბიბლიას.

ავთანდილ ცქვიტინიძემ პირბადეების ხაზი გამოუშვა, რომელიც სუნთქვას ამარტივეს - დეტალები

ნიქაბაძე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართველი დიზაინერია. 2000 წელს მან შექმნა თავისი პირველი კოლექცია სახელწოდებით Teenager. ნიქაბაძე განაგრძობს ახალ კოლექციებზე მუშაობას და ყოველ ჯერზე კვლავ და კვლავ ამტკიცებს თავის ნიჭს, ასევე ქართული მოდის უნიკალურობასა და თვითმყოფადობას. როგორც თავად დიზაინერი ამბობს, მას კოლექციებზე მუშაობისას რაიმე საიდუმლო არ აქვს, უბრალოდ აკეთებს იმას, რასაც გრძნობს და ემოციები კოლექციებში გადმოაქვს.

ნიქაბაძე ძალიან პოპულარულია რუსული შოუბიზნესის ვარსკვლავებს შორის. მისი სამოსი მოირგო ცნობილმა მსახიობმა სვეტლანა სვეტლიჩნაიამ, ტელეწამყვანმა ეველინა ბლედანსმა და ელენა ლეტუჩაიამ.

წმინდა ნინოს ჯვარი - ქრისტიანული რელიკვიაა, ესაა ვაზის ჯვარი, რომელიც, გადმოცემით, ღვთისმშობელმა წმინდა ნინოს საქართველოში გამომგზავრებამდე გადასცა.