ქართველი ფეხბურთელი ქალები უეფას ჩემპიონთა ლიგაში შვედურ კლუბთან დამარცხდნენ

სამწუხაროდ, 90 წუთის განმავლობაში „ლანჩხუთის“ ფეხბურთელმა გოგონებმა ვერცერთი ბურთი ვერ გაგზავნის მეტოქის კარის მიმართულებით და ვერც კუთხური დაარტყეს
Sputnik

თბილისი, 9 დეკემბერი – Sputnik. ქართული საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ უეფას ჩემპიონთა ქალთა ლიგის 1/16 ფინალის პირველ მატჩში შვედეთის „როსენგარდთან“ ანგარიშით 0:7 დამარცხდა.

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს მეტოქეები ცნობილია

„ლანჩხუთი“ - პირველი ქართული გუნდია, როგორც ქალთა, ისე მამაკაცთა შორის, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ძირითად ბადეში მოხვდა. თუმცა ლანჩხუთელებმა ვერაფერი ვერ დაუპირისპირეს გაცილებით გამოცდილ მეტოქეებს. უკვე 33-ე წუთისთვის ანგარიში იყო 6:0 სკანდინავიელების სასარგებლოდ. შესვენების შემდეგ „როსენგარდი“ აქტიურად აღარ უტევდა და ერთ გატანილ გოლს დასჯერდა.

აღსანიშნავია, რომ 90 წუთის განმავლობაში „ლანჩხუთის“ ფეხბურთელმა გოგონებმა ვერცერთი ბურთი ვერ გაგზავნის მეტოქის კარისკენ და ვერც კუთხური დაარტყეს. შედარებისთვის, შვედმა გოგონებმა კარის მისამართით 28-ჯერ დაარტყეს და 17 კუთხური შეასრულეს.

საპასუხო მატჩი გუნდებს შორის 16 დეკემბერს მალმეში გაიმართება.

„ლანჩხუთი“ ჩემპიონთა ქალთა ლიგის ძირითად ბადეში ორი რაუნდის გადალახვის შემდეგ კვალიფიკაციიდან მოხვდა. თავდაპირველად გიორგი ჩხაიძის შეგირდებმა ყაზახურ გუნდ „ოკჟეტპესს“ 2:1 მოუგეს, შემდეგ - რუმინეთის „კლუჟს“ (1:0).