მთვარის კალენდარი: 9 დეკემბერი – რისი გაკეთება შეიძლება და რისი – არა

გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.
Sputnik

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

  • 9 დეკემბერი, ოთხშაბათი. ამ დღეს მერკური მართავს. კლებადი მთვარე სასწორის ნიშანშია.

მთვარე სასწორში – იღბლიანი დღეა შეხვედრებისა და მოლაპარაკებებისთვის, სადაც დიპლომატიურობაა საჭირო, თუმცა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება არ ღირს. აჯობებს, თუ უკვე დაწყებულ საქმეებს დაამთავრებთ. ადამიანებს, ერთი მხრივ, სტაბილურობის გრძნობა უჩნდება, მეორე მხრივ კი – მერყეობის. სიმშვიდისა და ჰარმონიის დღეა, თუმცა, ურთიერთობებში ტაქტისა და დიპლომატიურობის შესახებ არ უნდა დაგვავიწყდეს.

კვირის ასტროპროგნოზი: სიყვარული, ფინანსები, სამუშაო – 7–13 დეკემბერი

მთვარე სასწორში ხელს უწყობს ჰარმონიულ ურთიერთობებს – ეს ჰარმონიული და წმინდა სიყვარულის დროა. ასეთ ურთიერთობებში ერთმანეთს ერწყმის  გულწრფელი გრძნობები და ურთიერთმოგება – ეს ჭეშმარიტი ქორწინების საფუძველია.

იზრდება მეორე ნახევართან შეხვედრის შანსები. ამ დღეს დაწყებული სიყვარული, თუ ორივე პარტნიორი გაუფრთხილდება მას, დიდი ხანი გაგრძელდება.

რეკომენდებულია ფულთან დაკავშირებული საქმიანობა, მიმდინარე საკითხების განხილვა, რთული პროექტების განხილვის გადადება, დაგეგმვა, საბუღალტრო ოპერაციები, საქმეების დაწყება, საქმიანობა, ბიზნეს–საქმიანობა, აქტიურობა, რემონტის დაწყება, სახლის ფუნდამენტის ჩაყრა, უძრავი ქონების ყიდვა, შემოქმედებითი საღამოების მოწყობა, მნიშვნელოვანი საქმეებისა და პროექტების დასრულება.

ხელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის.

თმის ვარცხნილობა ზოდიაქოს ნიშნისა და მთვარის კალენდრის მიხედვით>>

თმის შეჭრა, შეღებვა: კარგი დღეა სალონში სტუმრობისთვის. შეიძლება თმის როგორც შეჭრა, ისე შეღებვა. ასევე ხელსაყრელი დღეა მანიკურისთვის.

მებაღეობა: მთლიანობაში, ბაღში მუშაობისთვის ნეიტრალური დღეა. შეიძლება მცენარეების გადარგვა, ერთი და მრავალწლიანი ყვავილების დარგვა, მოსავლის აღება – ის კარგად შეინახება.