მსოფლიო დღეს

დასახელდა ინდოეთში იდუმალი დაავადების სავარაუდო მიზეზი

უცნობი დაავადების სიმპტომებს შორისაა ეპილეფსიის შეტევები სამი-ხუთი წუთის განმავლობაში და ასევე მეხსიერების დაკარგვა რამდენიმე წუთით.
Sputnik

თბილისი, 9 დეკემბერი ― Sputnik. ინდოეთში იდუმალი დაავადების აფეთქების მიზეზი შესაძლოა ტყვიითა და ნიკელით მოწამვლა იყოს, რომელთა კვალიც წყალსა და რძეშია აღმოჩენილი, იუწყება РИА Новости შტატ ანდჰრა-პრადეშის მთავარი მინისტრის კანცელარიაზე დაყრდნობით.

ინდოეთში იდუმალი დაავადების კვლევაში ჯანმო ჩაერთო

უცნობმა დაავადებამ ქალაქ ელურუსა და მის შემოგარენში კვირას იფეთქა. დაავადების სიმპტომებია: თავბრუსხვევა, მოულოდნელი გულყრები, თავისა და ზურგის ტკივილები, ეპილეფსიის შეტევები სამი-ხუთი წუთის განმავლობაში, ასევე მეხსიერების დაკარგვა რამდენიმე წუთით.

„სრული ინფორმაცია იმის შესახებ, რამ გამოიწვია იდუმალი დაავადება, მხოლოდ მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ცენტრალური უწყებები ანგარიშებს წარმოადგენენ. ამ ეტაპზე დადგინდა, რომ დაავადების აფეთქების მიზეზი ტყვიაა“, ― განაცხადეს შტატის ჯანდაცვის უწყებაში.

ამასთან ერთად კანცელარიაში აღნიშნეს, რომ ეს მხოლოდ წინასწარი მონაცემებია და დამატებითი კვლევების შედეგებს ელოდებიან, რომლებსაც ინდოეთის ქიმიური ტექნოლოგიებისა და სხვა ინსტიტუტები ატარებენ.  

ეს რაღაც სხვაა: იდუმალ დაავადებას ინდოეთში COVID-19-თან კავშირი არ აქვს

ბოლო მონაცემებით, ამ დროისათვის საავადმყოფოებში ისევ რჩება 120 ადამიანი, დანარჩენები გამოჯანმრთელდნენ და გაეწერნენ. გარდა ამისა, 19 პაციენტი შტატის დიდი ქალაქების კლინიკებში გადაიყვანეს უფრო სერიზული სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად.

ადგილობრივი მასმედიის ინფორმაციით, დასავლეთ გოდავარის ოლქი, რომლის დედაქალაქიცაა ელურუ, სასმელი წყლის პრობლემებს განიცდის, ეს ოლქი ბრინჯის უმსხვილესი ექსპორტიორია შტატში, რომლის სარწყავი სისტემა ერთ საუკუნეზე მეტი ხნის წინ ააგო ლეგენდარულმა ბრიტანელმა ინჟინერმა სერ ართურ კოტონმა.