ყვითელი ამბები

ავთანდილ ცქვიტინიძემ პირბადეების ხაზი გამოუშვა, რომელიც სუნთქვას ამარტივეს - დეტალები

ცნობილ დიზაინერთა რიცხვს, რომლებმაც პანდემიას ფეხი აუწყვეს და ტანსაცმლის კოლექციის პარალელურად მოდური პირბადეები გამოუშვეს, ავთანდილ ცქვიტინიძეც შეუერთდა
Sputnik

თბილისი, 9 დეკემბერი - Sputnik. ცნობილმა დიზაინერმა ავთანდილ ცქვიტინიძემ, ორგანიზაცია „კავკასიის ფერებთან“ ერთად ახალი პირბადე შექმნა. დიზაინერმა ამასთან დაკავშირებით „იმედის დღეში“ ისაუბრა.

მისი თქმით, ყველა პირბადეს მოჰყვება მცენარეული შემცველობის საპონი, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს შეუძლია დღის ბოლო სახე დაიმუშაოს და პირბადე გარეცხოს. თავად პირბადეში გამოყენებული ნაჭერი კი ევკალიპტის, გვირილისა და გულყვითელას საღებავითაა შეფერილი და ამავე მცენარეების საპონი მოჰყვება.

როდის აღარ დაგიცავთ COVID-19-სგან მრავალჯერადი პირბადე: დასახელდა ნიშნები

როგორც მოდის მარკეტოლოგმა, ნინო იოსელიანმა განაცხადა, 5-მდე სხვადასხვა ფერის 3-შრიანი პირბადე, ნატურალული საღებავებითაა შეღებილი და მის ქსოვილში აბრეშუმი და ბამბაა გამოყენებული. მისივე თქმით, რაც მთავარია ყოველდღიური მოხმარების თვალსაზრისით აღნიშნულ პირბადეში სუნთქვა გაცილებით მარტივია.

„პირბადე ძალიან საჭირო აქსესუარი და ძალიან ბევრი ვიწვალეთ მის ფორმაზე, რადგან აბრეშუმს არ აქვს წელვადობა და არ გვინდოდა, რომ რეზინის საჭერები ჰქონოდა, რაზეც ძალიან დიდი დრო დაგვჭირდა“, - აცხადებს დიზაინერი.

მისი თქმით, მსოფლიო კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანებს ისეთი პირბადეებისგან, სადაც კანი ვერ სუნთქავს, სერიოზული დაავადებები დაემართათ. დიზაინერი ამბობს, რომ დღის განმავლობაში, როცა ეს პირბადე გიკეთია, სახის კანი სუნთქავს და სუნთქვაც მარტივია, რადგან ძალიან ბევრი ნატურალური პროდუქტი იცავს ჯანმრთელობას.