დიდი ხანძარი სოფელ ყულევის ტყეში – ვიდეო

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულევის ტყეში ხანძრის დიდი კერა გაჩნდა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეო, თუ როგორ აქრობდნენ მეხანძრეები ღამით ცეცხლს.
Sputnik

შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად მივიდა ცხრა სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი სამაგრელო–ზემო სვანეთის რეგიონიდან, ასევე იმერეთიდან. ხანძრის ჩაქრობის პროცესში ჩართული იყო სატვირთო მატარებელიც.

ამ მომენტისთვის დასახლებულ პუნქტებს საფრთხე არ ემუქრება. ხანძრის ქრობის პროცესი კვლავ მიმდინარეობს.

აალების პირველი კერა გუშინ სოფელ ყულევსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭურიას შორის გაჩნდა.