მსოფლიო დღეს

სასიკვდილოდ საშიში სოკო: დაფიქსირდა ინფიცირების პირველი შემთხვევა

აღნიშნული სოკოს ზოგი შტამი მდგრადია ანტიმიკოზური მედიკამენტების ყველა ძირითადი კლასის მიმართ
Sputnik

თბილისი, 9 დეკემბერი - Sputnik. ბრაზილიაში სასიკვდილოდ საშიში სოკო Candida auris-ით ადამიანის დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, ნათქვამია სანიტარული ინსპექციის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე.

ინდოეთში იდუმალი დაავადების კვლევაში ჯანმო ჩაერთო

მიკროორგანიზმი ბაიას შტატის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მყოფ პაციენტში აღმოაჩინეს. სოკოს მგრძნობელობის დასადგენად ექსპერტები მისი ფენოტიპის კვლევას ატარებენ.

სამედიცინო ორგანიზაციებს ურჩიეს, გააძლიერონ მისი გავრცელების პრევენცია და კონტროლი.

პირველად, Candida auris-ი, როგორც გამომწვევი აგენტი, ადამიანებში 2009 წელს იაპონიაში დაფიქსირდა. სოკოს ზოგი შტამი მდგრადია ანტიმიკოზური მედიკამენტების ყველა ძირითადი კლასის მიმართ და მისი დადგენა შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური ლაბორატორიული მეთოდების გამოყენებით.