ზემო ლარსი დღეს: რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე მსუბუქი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

გუდაური–კობის მონაკვეთზე მოძრაობა ხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავ გვირაბებში.
Sputnik

თბილისი,  8 დეკემბერი – Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

გზა ორშაბათს დაიკეტა დიდთოვლობისა და ზვავსაშიშრების გამო.

ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 10 დეკემბერს

ამასთან, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა ლიპყინულის გამო აკრძალულია.

აღნიშნულ მონაკვეთზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით.

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის ტრასა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო გზაა, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს. ხოლო „ყაზბეგი–ზემო ლარსის“ საკონტროლო პუნქტი ერთადერთი გამშვები პუნქტია საქართველო–რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.

მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველომ 2020 წლის მარტიდან უცხოელებისთვის საზღვრები ჩაკეტა, ქვეყნის ტერიტორიის გავლით ტვირთების გადაზიდვა შეუფერხებლად მიმდინარეობს.