სოსო პავლიაშვილის და ირინა პატლახის წყვილი რუსეთში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ვარსკვლავური წყვილის ურთიერთობა თავდაპირველად მეგობრობით დაიწყო, თუმცა მოგვიანებით ოჯახი შექმნეს და უკვე 20-წლიანი ჰარმონიული თანაცხოვრება აკავშირებთ.
წყვილს ხელი ამ დრომდე არ მოუწერია, სამაგიეროდ ცნობილი გახდა, რომ მათ რამდენიმე დღის წინ ჯვარი დაიწერეს და ონლაინ სუფრაც გაშალეს. ამის შესახებ პავლიაშვილმა ერთ-ერთ გადაცემაში განაცხადა.
„რამდენიმე დღის წინ, ღვთის შეწევნით, დავიწერეთ ჯვარი. სურვილი დიდი ხანია გვქონდა, მაგრამ ნელ-ნელა უნდა მიხვიდე სასურველი მიზნისკენ. მღვდელმა აიღო ყველაფერი თავის თავზე და ყველაზე მეტადაც ნერვიულობდა. ჩვენ ტელეხიდი გავაკეთეთ საქართველოსთან და მაშინვე დავასხით ღვინო ჭიქებში“, – ამბობს სოსო. ცერემონიას ესწრებოდნენ წყვილის ქალიშვილები და სოსო პავლიაშვილის უფროსი ვაჟი პირველი ქორწინებიდან - ლევანი.