როგორ წმენდენ ღამით თბილისის გარეუბნებში დათოვლილ გზებს – ვიდეო

ბოლო დღეების განმავლობაში თბილისის გარეუბნებსა და სხვადასხვა რაიონებში მოთოვა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეოში, როგორ წმენდენ კოჯორში გზებს საქალაქო სამსახურები.
Sputnik

თბილისის გარშემო – კოჯორში, ტაბახმელაში, კიკეთში, წყნეთში, დიდგორსა და მუხათგვერდში გზებს თოვლისგან წმენდენ და ტექნიკურ მარილს ყრიან.

სამუშაოებს ასრულებს კომპანია „თბილსერვის ჯგუფი“. ამჟამად აღნიშნულ მონაკვეთებზე ყველა სახის ტრანსპორტი შეფერხების გარეშე გადაადგილდება. 

ძლიერი ქარი, ნისლი და თოვლი: საქართველოში ამინდი გაუარესდება

მომდევნო დღეებში საქართველოში ამინდი გაუარესდება – სინოპტიკოსების პროგნოზის თანახმად, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი.

აღმოსავლეთ საქართველოში 8-11 დეკემბერს მოსალოდნელია წვიმიანი თოვლი და ნისლი. მთებში მოსალოდნელია ყინვა. დასავლეთ საქართველოს მთებში ტემპერატურა ღამით –9 გრადუსამდე დაეცემა.

თბილისში ასევე მოსალოდნელია თოვლი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში 5-6 გრადუსამდე გაიზრდება, ხოლო ღამით +1 ან 0 გრადუსამდე დაიწევს.