ძლიერი ნისლის გამო ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე მოძრაობა აიკრძალა

ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო აიკრძალა
Sputnik

თბილისი, 8 დეკემბერი – Sputnik. ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე ავტომობილების მოძრაობა აკრძალულია, იუწყება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობაა აკრძალული.

ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე მოძრაობის აკრძალვის მიზეზი რთული მეტეოროლოგიური პირობები: ნისლი, ქარი და ცუდი ხილვადობა გახდა.

საქართველო-რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ ავტომაგისტრალზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა >>

ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის ტრასა ძალიან პოპულარულია ავტომრბოლელებს შორის, აქ რამდენჯერმე გაიმართა შეჯიბრი დრიფტში. ბოლო ასეთი რბოლა 2020 წლის სექტემბერში ჩატარდა.