ტელეწამყვანი და მოდელი ლიკა ქორქია „ინსტაგრამის“ „სთორიში“ უსაყვარლესი დისშვილის ლიკა ჩიქოვანის ვიდეოს აქვეყნებს. პატარა ლიკა დეიდას ძალიან დაემსგავსა. ტელეწამყვანი ანუკი ქორქია უკვე რამდენიმე წელია დაოჯახებულია. მისი მეუღლე კახა ჩიქოვანია.
ანუკის და კახას უსაყვარლესი შვილები – ქალ-ვაჟი ჰყავთ. მოდელი Instagram-ზე საკმაოდ აქტიური იყო და ბევრი „ფოლოვერიც“ ჰყავდა, თუმცა მსოფლიოში გამოცხადებულმა პანდემიამ ბევრი რამ შეცვალა. ანუკის დღის განრიგიც შეიცვალა. მისი ცხოვრების რიტმი რუტინული გახდა. ახლა მის სოციალურ ქსელს ულამაზესი ფოტოსესიების კადრები აღარ ამშვენებს. სამაგიეროდ News feed-ში ორი ულამაზესი შვილის ერთი ჩვეულებრივი დღე დომინირებს.
ანუკი ქორქიამ მეორე შვილი 2019 წელს გააჩინა. პატარა გოგონას ანუკის შეუდარებელი დის ლიკა ქორქიას სახელი დაარქვეს. მოდელის უფროს შვილს, პატარა ბიჭუნას ზამთარში 6 წელი შეუსრულდა. ბავშვები დედას ძალიან ჰგვანან. ამას ანუკის ბავშვობის ფოტოც ამტკიცებს, სადაც სუპერ-მოდელი უმცროსი ქალიშვილის ასაკისაა.
ანუკი ქორქია, ისევე, როგორც ბევრი ქართველი სელებრითი, სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა. ერთი წლის ლიკუნა ჩიქოვანი უფრო და უფრო აღაფრთოვანებს საკუთარი სილამაზით სოციალური ქსელის მომხმარებლებს. ამაში თავადაც დარწმუნდებით.