„ცრემლების გარეშე ვერ ვუყურე“ – ვიდეო, რომელიც გულგრილს არავის ტოვებს

სოციალურ ქსელში პოპულარულია ვიდეო, რომელიც მნახველს გულგრილს არ ტოვებს. ნახეთ რამ აღაფრთოვანა საზოგადოება.
Sputnik

ვიდეოში ჩანს, რომ ყვავილების გამყიდველ მოხუც ქალთან მოულოდნელად თინეიჯერი ჩნდება, რომელიც ყვავილებს ყიდულობს.

ვიდეოში სცენარი თითქოს ჩვეულებრივად მიდის, თუმცა მოულოდნელად ბიჭი ნაყიდ ყვავილებს გამყიდველს უკან უბრუნებს და ირკვევა, რომ მან ეს ყვავილები თავად ქალს უყიდა.

„ცრემლების გარეშე ვერ ვუყურე“, „სითბო, სიყვარული და ყურადღება ყველას სიამოვნებს“, „გაიხარე შვილო“, „ჩემი შვილი გამახსენდა, გაიხარე“, – წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.