12 წლის მოზარდი მასწავლებელს გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებს

სკოლაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარებს, გამოიკითხა მასწავლებელიც, რომელიც მომხდარ ფაქტს უარყოფს.
Sputnik

თბილისი, 8 დეკემბერი – Sputnik. ქარელის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელს 12 წლის მოსწავლე გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2

სიღნაღში მამაკაცი 10 წლის ბავშვთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს

მოზარდმა აღნიშნული ფაქტი ოჯახის წევრს გაუმხილა. მასწავლებელი კი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.

„მსგავსი არაფერი ყოფილა. პოლიცია იყო სკოლაში, ვიდეოჩანაწერებიც ამოიღეს. 20 წელია აქ ვმუშაობ და ყველა ბავშვთან ნორმალური დამოკიდებულება მაქვს. რატომ გახმაურდა ეს ამბავი არ ვიცი, ალბათ ბავშვს რომ დავუყვირე, იმიტომ“, – განაცხადა სკოლის მასწავლებელმა.

მომხდარ ფაქტზე კომენტარი გააკეთა სკოლის ადმინისტრაციამაც. სკოლის დირექტორის თქმით, მათ კანონის შესაბამისად იმოქმედეს და პოლიციას დაუკავშირდნენ. მისი განმარტებით, ადგილზე უკვე ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა პოლიციას სათვალთვალო კამერების ჩანაწერებში საეჭვო არაფერი აღმოუჩენია.

გამოძიება გარყვნილი ქმედების ფაქტზე სსკ-ის 141-ე მუხლით მიმდინარეობს.