პრაღაში კორონავირუსითან ბრძოლის მეთოდები ასობით ადამიანმა გააპროტესტა

ასობით დემონსტრანტმა დროშებითა და ტრანსფარანტებით მსვლელობა გამართა ჩეხეთის დედაქალაქში
Sputnik

მათ ჯერ თავი მოიყარეს მთავარ მოედნებზე, შემდეგ კი სტარომესტსკის მოედანზე მთავრობის რეზიდენციისკენ გაემართნენ.

მომიტინგეების ნაწილს არ ეკეთა პირბადე და არ იცავდა დისტანციას.

ოქტომბერში ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღის გამო მეორედ გახდა საჭირო იზოლაცია.

შეზღუდვები ხუთშაბათს შემსუბუქდა: რესტორნებსა და პაბებს მუშაობის ნება დართეს, ღამით საკომენდანტო საათი კი გაუქმდა.

ძალაში რჩება პირბადის ტარების აუცილებლობა.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ბოლო მონაცემებით, ჩეხეთში COVID-19-ით ინფიცირების სულ 544 179 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 8 815 ლეტალურად დასრულდა.