მანდარინის საფრთხე: აუცილებელი რჩევები გასტროენტეროლოგისგან

ახლა მანდარინის სეზონია და გამომდინარე იქიდან, რომ ეს ხილი ბევრ ჩვენგანს უყვარს, გთავაზობთ გასტროენტეროლოგის რჩევებსა და რეკომენდაციებს.
Sputnik
არ გადაყაროთ მანდარინის ქერქი - ის სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ გამოგადგებათ

ეს რეკომენდაციები უბრალოდ საინტერესო კი არ არის, არამედ აუცილებლად გასათვალისწინებელიც. 

მანდარინი განსაკუთრებით სასარგებლო ხილია, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ზომიერად მივირთმევთ. ჭარბი რაოდენობით მისი მიღება კი უსიამოვნო შედეგებით შეიძლება შემოგვიტრიალდეს და არაერთი მძიმე დღე გადაგვატანინოს.

რა უსიამოვნება თუ საფრთხეები ახლავს მანდარინს, ამაზე უკრაინელი გასტროენტეროლოგი ნატალია გორდიენკო საუბრობს. 

ის რამდენიმე უმთავრეს ფაქტს გაგაცნობთ მანდარინის შესახებ:

  • მოზრდილებისთვის რეკომენდებულია დღეში 4-6 ცალი მანდარინის მიღება, ბავშვებისთვის კი – დღეში 2 ცალი;
  • მანადარინი C ვიტამინის წყაროა და მისმა მაღალმა კონცენტრაციამ ორგანიზმში, შესაძლოა, ალერგიული რეაქციები გამოიწვიოს;
  • ხილის შემადგენლობაში შემავალი მჟავების გამო მანდარინის უზმოზე მიღება არ შეიძლება. წინააღმდეგ შემთხვევაში ხდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვანის გაღიზიანება, რასაც მოჰყვება დისკომფორტი მუცელში, გულძმარვა;
  • ამავე მიზეზით არ არის სასურველი მანდარინის მიღება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქრონიკული პათოლოგიების (გასტრიტი, წყლულოვანი დაავადება) დროს, რათა არ მოხდეს დაავადების გამწვავების პროვოცირება;
  • სასურველი არ არის ციტრუსების, კერძოდ, მანდარინის სხვა ტკბილეულთან შერევა, განსაკუთრებით, შოკოლადთან. ასეთი „კოქტეილი“ ზედმეტად ტვირთავს პანკრეასს და შესაძლოა ამას გულისრევა, ღებინება, ცხელება მოჰყვეს. ამიტომ ამ ორი გემრიელი პროდუქტის მიღებას შორის მინიმუმ ერთსაათიანი შუალედი უნდა დავიცვათ.