ლილოს დასახლებაში საწყობი იწვის

ხანძარს საწყობში ცხრა სახანძრო–სამაშველო ბრიგადა ებრძვის, ცეცხლის გავრცელების აღსაკვეთად მისი ლოკალიზაცია მიმდინარეობს.
Sputnik

თბილისი, 7 დეკემბერი – Sputnik. ლილოს დასახლებაში მდებარე საწყობში ხანძარი გაჩნდა, იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

ცეცხლმა საწყობის შენობის ნაწილი მოიცვა. ადგილზე მობილიზებულია ცხრა სახანძრო–სამაშველო ბრიგადა. ამ დროისათვის ცეცხლის ლოკალიზაციის სამუშაოები ტარდება.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.