თბილისი, 7 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 2 501 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1 060 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა, განაცხადა უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთის რეგიონი, შემდეგ კი აჭარაა.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 397, აჭარა – 337, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 177, ქვემო ქართლი – 175, შიდა ქართლი – 108, მცხეთა-მთიანეთი – 90, კახეთი – 80, სამცხე-ჯავახეთი – 45, გურია – 32.
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 988 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 137.499-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 36 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ 1 540 გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა.
ამჟამინდელი მონაცემებით, საქართველოში 25 911 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 6 963 პაციენტი, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 002, აჭარაში – 1 047, იმერეთში – 1 362.
1 135 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 417 პირი, მათ შორის, თბილისში – 208, აჭარაში – 49, იმერეთში – 52. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 3 744 ადამიანი, მათ შორის 1 224 – თბილისში, 1 788 – აჭარაში, 422 – იმერეთში. 15 204 პირი მკურნალობს ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში იმყოფება 1 267 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 372, აჭარაში – 252, ხოლო იმერეთში – 28.
თვითიზოლაციაში იმყოფება 55 165 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 19 714 პირი, აჭარაში – 14 468, იმერეთში – 5 509 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 19 437 პირი, აჭარაში – 12 071, იმერეთში – 4 605.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.501-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 164.976-ს მიაღწია.
ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.