მსოფლიო დღეს

ექიმები საგონებელში: ინდოეთში უცნობი დაავადების გამო 350 კაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი

მედიკოსებმა თითქმის ყველანაირი ანალიზი ჩაატარეს, მაგრამ უცნობი დაავადების გამომწვევ მიზეზს ჯერჯერობით ვერ მიაგნეს.
Sputnik

თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. ერთი ადამიანი დაიღუპა და 350 ჰოსპიტალიზებულია უცნობი დაავადების შედეგად, რომელმაც კვირას იფეთქა ინდოეთის შტატ ანდრჰრა–პრადეშის ქალაქ ელურუში, იუწყება India TV.

პაციენტები უჩიოდნენ თავბრუსხვევასა და ეპილეფსიის სიმპტომებს. მათ აღენიშნებოდათ მოულოდნელი გულყრები, ქაფი პირში და კანკალი.

ქალს სუშის მირთმევის შემდეგ რამდენიმე თვის განმავლობაში ჰალუცინაციები ტანჯავდა

მედიკოსებმა ჯერჯერობით ვერ მოახერხეს დადგენა – რა დაავადებასთან აქვთ საქმე, თუმცა უკვე ჩაატარეს სისხლის ანალიზი და თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია. ნორმალური აღმოჩნდა ზურგის ტვინის სითხის ანალიზიც. დაავადების მიზეზის დადგენა, სავარაუდოდ, მას შემდეგ გახდება შესაძლებელი, რაც ბაქტერიოლოგიური ანალიზის პასუხებს მიიღებენ.

ამ დროისათვის, მედიკოსების ინფორმაციით, საავადმყოფოში დაახლოებით 160 ადამიანი რჩება, დანარჩენი 180 უკვე გაწერილია.

დაავადების დადგენის მიზნით ქალაქში გაგზავნილია ექიმთა ბრიგადა კვების, ქიმიური ტექნოლოგიებისა და სამედიცინო მეცნიერებათა ინსტიტუტებიდან. გარდა ამისა, ქალაქ ელურს ეწვია ანდჰრა–პრადეშის მთავარი მინისტრიც, რომელიც დაავადებულების მონახულებასა და ადგილობრივ ჩინოვნიკებთან შეხვედრას გეგმავს.