საქართველოში კორონავირუსით კიდევ 36 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.501-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 164.976-ს მიაღწია.
Sputnik

თბილისი, 7 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში ახალი კორონავირუსით კიდევ 36 ადამიანი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1.540-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.501-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 164.976-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 137.499 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 3.988), კარანტინის რეჟიმშია 1.267, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6.963 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 3.744 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.