თბილისი, 7 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.501-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 164.976-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 137.499 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 3.988), გარდაიცვალა – 1.540 (ბოლო 24 საათში – 36), კარანტინის რეჟიმშია 1.267, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6.963 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 3.744 ადამიანი იმყოფება.
ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.