COVID-19 - ბოლო ცნობები

ინიღბება COVID-19-ით: დასახელდა სიმპტომი, რომელიც რეალურად სხვა დაავადებებზე მეტყველებს

ექიმის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს სიმპტომი კორონავირუსით ინფიცირებულ ხანდაზმულებსა და ბავშვებში შეამჩნიეს, ის შეიძლება სულ სხვა სერიოზული დაავადების ნიშანი იყოს.
Sputnik

თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. კორონავირუსით ინფიცირებულ ზოგ პაციენტს სხეულის ტემპერატურა მაღლა კი არ უწევს, პირიქით, დაბლა – 35 გრადუსამდეც კი ეცემა, აცხადებს მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, კლინიკური ფარმაკოლოგი ანდრეი კონდრახინი.

ექიმები საგონებელში: ინდოეთში უცნობი დაავადების გამო 350 კაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი

თუმცა, მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სხეულის დაბალი ტემპერატურა ინფიცირებულ მოხუცებსა და ბავშვებში შეამჩნიეს, ის არ შეიძლება ჩაითვალოს კორონავირუსის სპეციფიკურ სიმპტომად.

ფარმაკოლოგი განმარტავს, რომ კორონავირუსის დროს დაბალი ტემპერატურა ატიპური რეაქციაა და, უფრო მეტიც, ის შეიძლება საერთოდაც არ უკავშირდებოდეს COVID-19-ს.

„ეს სახიფათო სიმპტომი კი არ არის, არამედ ექსკლუზიური რეაქციაა. ასეთი რამ ხშირად გვხვდება გადატანილი ვირუსული ინფექციების შემდეგ, როცა ორგანიზმი ძლიერაა გამოფიტული და ძალას ვერსაიდან იკრებს. გარდა ამისა, დაბალი ტემპერატურა გვხვდება ჰიპოთირეოზის, ონკოლოგიის, ცენტრალური ნერვული სისტემის ტრავმებისა და ღვიძლის დაავადებების დროს“, — აღნიშნა მედიკოსმა.

კონდრახინმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ კორონავირუსით ინფიცირებისას ღვიძლი ასევე სერიოზულად ზიანდება, რომელიც ორგანიზმის „გათბობაზეა“ პასუხისმგებელი. სწორედ ამის გამოა, რომ ციროზით დაავადებულებში არცთუ იშვიათად გვხვდება დაბალი ტემპერატურა.

გარდა ამისა, ექიმის თქმით, სხეულის დაბალი ტემპერატურა შეიძლება იყოს თანდაყოლილი, ზოგი სამედიცინო პრეპარატის მოქმედების შედეგი ან ნარკოდამოკიდებულებაზე მეტყველებდეს.