ყვითელი ამბები

„მე ვივაჟკაცე...“ - თამრიკო ჭოხონელიძე და გია როინიშვილი შერიგდნენ

თამრიკო ჭოხონელიძემ იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც ცნობილ მეუღლს რამდენიმე წლის განმავლობაში დაშორდა
Sputnik

თამრიკო ჭოხონელიძის და გია როინიშვილის განშორებამ წლების წინ მთელი საქართველო აალაპარაკა, თუმცა დიდი ხნის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ წყვილი შერიგდა, თუმცა ოფიციალურად ამის შესახებ, არც გია როინიშვილს უსაუბრია და არც თავად თამრიკო ჭოხონელიძეს.

მომღერალი ლელა წურწუმიას გადაცემის სტუმარი იყო, სადაც ქმართან დაშორების პერიოდზე ისაუბრა და განაცხადა, რომ იმ პერიოდს მისი ცხოვრებიდან საერთოდ ამოგლიჯავდა.

„ჩვენ სხვადასხვა გზით წავედით. პირველ რიგში მე ვივაჟკაცე, მივხვდი ეს ადამიანი ჩემთვის რიგითი არ არის. ნელ-ნელა დავუბრუნდით ერთმანეთს. მინდა ის ხალხი გავაწბილო, ვინც სისულელეებს წერს. ასე, როგორ უნდა დაპატარავდე? ასე იოლია დანგრევა და აღდგენა? ჩემო ძვირფასებო, მე და გია ბევრად ადრე დავუბრუნდით ერთმანეთს. ამჯერად პოლიტიკურად ერთ აზრზე ვდგავართ. სხვადასხვა გზაზე რომ ვიდექით, მაშინ დავუბრუნდით ერთმანეთს”, – განაცხადა თამრიკო ჭოხონელიძემ.

წყვილს ორი შვილი ჰყავს - ცნობილი მომღერალი მარიამ როინიშვილი და მსახიობი და ტელეწამყვანი კოკო როინიშვილი.

ანსამბლ „მზიურში“ თამრიკო ჭოხონელიძემ „იავნანას“, „სემიონოვნას“ და სხვა სიმღერების შესრულებით ყველას დაამახსოვრა თავი. სკოლის დამთავრების შემდეგ ჭოხონელიძემ მუსიკალური კარიერა გააგრძელა. ამჟამად საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში წარმატებით საქმიანობს თამრიკო ჭოხონელიძისა და მისი დების მუსიკალური სტუდია.