როგორი ამინდი იქნება თბილისში სამშაბათს, 8 დეკემბერს

სინოპტიკოსების პროგნოზით, დედაქალაქში სამშაბათს ღამით ჰაერის ტემპერატურა უარყოფით ნიშნულს მიაღწევს. ასევე მოსალოდნელია თოვლი და წვიმა
Sputnik

თბილისი, 6 დეკემბერი – Sputnik. სამშაბათს, 8 დეკემბერს თბილისში საღამოს საათებში ღრუბლიანი ამინდი, წვიმა და თოვლია მოსალოდნელი.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა დაფიქსირდება ღამით – მინუს 1 გრადუსი, ხოლო დღისით ჰაერი +3 გრადუსამდე გათბება. ქარი წამში 10-15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.

მზე 08:15 საათზე ამოვა და 17:30 საათზე ჩავა.